ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა: „სპალეტიმ მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა სურდა. სერია A დიდი ნახტომია"

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლუჩიანო სპალეტისა და „ნაპოლის“ შესახებ ილაპარაკა. ქართველი შემტევის ინტერვიუ ნობელ არუსტამიანის იუთუბ არხზე გავრცელდა და „კვარამ“ უახლოეს მომავალზე ისაუბრა.

„სპალეტის ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა სურდა და მასთან თანამშრომლობით მეც დაინტერესებული ვიყავი. ნაპოლიში სწორედ მასთან საუბრის შემდეგ გადავედი. მან ბევრი რამ ამიხსნა და სერია A-სთვის მომამზადა. ეს დიდი ნახტომია და ჩემი აზრით, ამისთვის მზად ვარ.

ნომერს რაც შეეხება, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია და 77 ან 18-ნომრიანი მაისურით ვიასპარეზებ. ვიცი, რომ 10 ნომერს ვერ ავიღებ, რადგან ეს მარადონას ნომერია. ვისთან თამაშით მივიღებ სიამოვნებას? კულიბალი შესანიშნავი მოთამაშეა. ჩემს საყვარელ ფეხბურთელს რაც შეეხება, ჩემი ფავორიტი გიორგი ქინქლაძეა. იგი ქართული ფეხბურთის დიდი ტალანტი იყო, მაგრამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენება ვერ მოახერხა“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები