ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი
Aa
Aa

„იყო შიში როგორც ჩემთვის, ისე ოჯახისთვის“ - ხვიჩა რუსეთიდან წამოსვლის პერიოდს იხსენებს

ხვიჩა კვარაცხელიამ იუთუბერ ნობელ არუსტამიანთან რუსეთიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

სად იყავი 24 თებერვალს?

არ მახსოვს, მგონი რუსეთში.

როგორ გაიგეთ ომის დაწყების შესახებ და რა იყო შენი პირველი აზრები?

ამის შესახებ აქ მალევე ყველამ ყველაფერი იცოდა და ლაპარაკობდა, მამაჩემმაც დამირეკა. რა თქმა უნდა, რეაქცია უარყოფითი მქონდა, რადგან როდესაც ხალხი იღუპება, ეს ძალიან ცუდია. ეს არავის არ უნდა მოსწონდეს.

იყო შიში იმ დღეს?

რა თქმა უნდა, იყო. იყო როგორც ჩემთვის, ისე ოჯახისთვის. ამაზე ბევრს ვფიქრობდი. ყველა ამბობდა: „ხვიჩა დიდი ხანია ვერ მიდის... აქედან დაიწყო ყველაფერი“.

წამოსვლის შემდეგ, სლუცკიმ და საიმანოვმა თქვეს, რომ საქართველოში დიდი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდით. ამბობდნენ, რომ მამათქვენის მანქანაც კი დაამტვრიეს. თქვენ როგორ მიიღეთ ეს ყველაფერი?

ძალიან ვღელავდი. ვფიქრობ, რომ საიმანოვმა და სლუცკიმ კარგად გამიგეს. ვუთხარი, რომ პირველ რიგში ოჯახი მაინტერესებდა, მათ კი მითხრეს: გააკეთე ის, რაც შენთვის საუკეთესო იქნება.

როდის მიხვდით, რომ რუსეთში ვერ დარჩებოდით? იყო ზარები და მესიჯები?

ბევრი რამ იყო და ბევრიც იწერებოდა, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ იქ დარჩენა არ შემეძლო. ორი თამაში გვქონდა სანაკრებო პაუზამდე. ვთქვი, რომ ამას ბოლომდე დაცასრულებდი, რომ გუნდისთვის ყველაფერი საუკეთესოდ ყოფილიყო. „რუბინმა“ ბევრი კარგი რამ გააკეთა ჩემთვის და ეს კლუბი ძალიან მიყვარს. ვთქვი, რომ ამ ორ თამაშს ჩავატარებდი. საკუთარ თავს ვუთხარი ამის შესახებ, არ იქნება ლამაზი, რომ პირდაპირ ვთქვა - „მივდივარ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინი“ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა და ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. ცოტა ხანში, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „კვარა“ მათი ფეხბურთელი გახდებოდა.

21 წლის ფეხბურთელი „ნაპოლის“ ივლისის დასაწყისში შეუერთდება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრების შეკრებაზე ვიყავი, როდესაც მამუკამ მითხრა, რომ ყველაფერი 99%-ით გადაწყვეტილი იყო - კვარაცხელია
ნაკრების შეკრებაზე ვიყავი, როდესაც მამუკამ მითხრა, რომ ყველაფერი 99%-ით გადაწყვეტილი იყო - კვარაცხელია