ხესე და ბერიძე ერთად - ანკარაგიუჯუში რეალის ყოფილი ფეხბურთელი გადავიდა
ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან გიორგი ბერიძე „ანკარაგიუჯუში“ ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამას პლუს კიდევ ერთი წელი თუ მხარეები შეთანხმდებიან
სულ ცოტა ხნის წინ, „ანკარას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ძალზედ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გიორგი ბერიძესთან ერთად, თურქულ გუნდში მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ხესე როდრიგესი ითამაშებს.
ესპანელ ფეხბურთელსა და „ანკარაგიუჯუს“ შორის 1+1 სისტემის კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო მისი ანაზღაურება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
????????????????́ ????????????????????????????????????
— MKE Ankaragücü (@Ankaragucu) June 28, 2022
Ankaragücümüzde! ????????
???? https://t.co/O4VKUMP59n@JeseRodriguez10 ???? pic.twitter.com/OwRgNrxSOv
ცნობისთვის, ხესე როდრიგესი „სამეფო კლუბის“ აღზრდილია და 2013/2014 წლებში „ბლანკოსის“ ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი უცვლელი წევრი იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „შალკეს“ წინააღმდეგ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამის შემდეგ მისი კარიერა უკან წავიდა.
ხესე „რეალიდან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგდა, თუმცა იქ თავი ვერ დაიმკვიდრა და გამუდმებით იჯარის წესით ანათხოვრებდნენ. „ლას პალმასი“, „სტოკ სიტი“, „ბეტისი“ და „სპორტინგი“. ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც 29 წლის ფეხბურთელმა ბოლო წლებში ითამაშა.