მილანი, პსჟ, ლილი, რენატო სანჩესი, ლუიშ კამპოსი
Aa
Aa

მილანი გამოირიცხა - რენატო სანჩესმა პსჟ აირჩია

რამდენიმე კვირის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რენატო სანჩესსა და „მილანს“ შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. „როსონერიმ“ პორტუგალიელ ნახევარმცველს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ..

როგორც ჩანს, რენატომ აზრი შეიცვალა. იტალიელი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სანჩესი „პარი სენ ჟერმენს“ შეუთანხმდა. ამის მიზეზი კი პარიზული გრანდის ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსია.

კამპოსი და რენატო ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. სწორედ ლუისმა დაარწმუნა ახალგაზრდა პორტუგალიელი, რომ „პარი სენ ჯერმენში“ წასულიყო. ასევე გეტყვით, რომ კამპოსის დამსახურებით მოხვდა სანჩესი მიუნხენის „ბაიერნში“..

რენატო „ლილში“

24 წლის ნახევარმცველი ფრანგულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დრემდე, რენატო სანჩესმა „ლილის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 91-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: ევროპის დაპყრობას ვცდილობთ, ჩემპიონთა ლიგა მთავარი მიზანია
მბაპე: ევროპის დაპყრობას ვცდილობთ, ჩემპიონთა ლიგა მთავარი მიზანია