ბათუმის დინამო, ელგუჯა ლობჯანიძე
Aa
Aa

ბათუმის დინამოს ფორვარდი ტოვებს - ლობჯანიძე ყაზახეთში ბრუნდება

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის ''დინამოს'' ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახურ ''ყიზილჟარში'' გააგრძელებს.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური კლუბის მეტოქე ხორვატული ''ოსიეკია''. ქართველი ფორვარდი ''ყიზილჟარს'' ევროტურნირზე დაეხმარება.

29 წლის ლობჯანიძე საქართველოს ჩემპიონს გასულ ზამთარში შეუერთდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 11 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ 11-დან მხოლოდ 3 შეხვედრაში მოხვდა სასტარტოში.

ლობჯანიძისთვის ყაზახეთის ჩემპიონატი ნაცნობი ლიგაა, მას ''ტარაზში'' (2019), ''კაისარსა'' (2020) და ''ტობოლში'' (2021) უთამაშია. ასევე, 2017 წელს რუსეთის პრემიერ ლიგის ''ორენბურგში'' 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი ''კრასნოდარს'' გაუტანა.

შეგახსენებთ, ბათუმის ''დინამო'' ლობჯანიძის გარდა ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა, რომელიც გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. გარდა ამისა, გუნდს ამპლუით ფორვარდი, გამოცდილი მათე ვაწაძე დაემატა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამოს'' მეტოქე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ''სლოვანია'', რომლის შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ. პირველი შეხვედრა 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 6 ივლისს ბათუმში შედგება.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია'' - ყენია გერმანულ კლუბში დარჩა
''ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია'' - ყენია გერმანულ კლუბში დარჩა