ლევან ყენია, უერდინგენი
Aa
Aa

''ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია'' - ყენია გერმანულ კლუბში დარჩა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან ყენია გერმანულ ''უერდინგენში'' რჩება. 31 წლის ყენია გერმანულ კლუბში მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს, მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ფოიგტს ასისტენტობას გაუწევს, ამავდროულად გუნდს მინდორზე დაეხმარება.

''გამოცდილებითა და შემტევი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი თვისებებით შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე დაგვეხმაროს. ლევან ყენია ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი'' - ''უერდინგენის'' ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრ რატსი.

ლევან ყენია ''უერდინგენს'' გასულ სეზონში შეუერთდა, ფეხბურთელის ამპლუაში რეგიონალურ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, მისი გუნდი რანგით მეხუთე ლიგაში გავარდა და შემდეგ სეზონში ობერლიგაში იასპარეზებს.

რაც შეეხება ლევან ყენიას კარიერის საკვანძო ეტაპს, 2009-10 წლების სეზონში ყენიამ ''შალკეს'' მაისურით ბუნდესლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და გერმანიის ვიცე-ჩემპიონისთვის განკუთვნილი მედალი მიიღო. უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელმა მძიმე ტრავმების გამო შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. მის კარიერული პროგრესიც და რეგრესიც ფელიქს მაგათთან მუშაობას უკავშირდება, ბუნდესლიგაში თამაშის შანსი სწორედ გერმანელმა სპეციალისტმა მისცა, თუმცა ტრავმის შემდეგ ასევე მაგათი იყო ის, ვინც დააჩქარა ყენიას მოედანზე დაბრუნება, ნაადრევად მიღებულმა მძიმე დატვირთვებმა კი ქართველი ტალანტის კარიერას უდიდესი დაღი დაასვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ებრალიძე ანორთოსისში ითამაშებს - ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა
ებრალიძე ანორთოსისში ითამაშებს - ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა