ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტმა UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - უნდა ველოდოთ ილიასთან ჩხუბს?

UFC-ის ბრიტანელი მებრძოლის, პედი პიმბლეტის მენეჯერმა, გრეჰემ ბოილანმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა UFC-სთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმა. მისი სიტყვები Mirror-მა გაავრცელა და პიმბლეტის მენეჯერის თქმით, პედიმ ძალიან სარფიანი ხელშეკრულება დადო.

„UFC-ში მისვლისას ყველას სტანდარტული კონტრაქტი აქვს. აზრი არ აქვს, რას აკეთებ. ოქტაგონზე უნდა გახვიდე და დაამტკიცო, რომ წარმატების მიღწევა შეგიძლია. გარწმუნებთ, რომ პედის ის კონტრაქტი აღარ აქვს და ახლა UFC-ისგან დიდ ფულს იღებს. ეს არის, რაცაა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“.

როგორც მოგეხსენებათ, პიმბლეტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სასურველი კონტრაქტისა და მასში ილია თოფურიას სახელის აღმოჩენის შემთხვევაში, მზად იყო, „ელ მატადორთან“ ეჩხუბა, თუმცა ამ ეტაპზე, ამ ბრძოლის ჩანიშვნა ურთულესი გახლავთ. პედი ოქტაგონზე 23 ივლისს აბრუნდება და ჯორდან ლივიტს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემდეგ კი ლოგან პოლთან ჩხუბს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ჯაი ჰერბერტთან გამართული ბრძოლის შემდეგ, Marca-მ ილიას შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ დროა თოფურიასა და პიმბლეტის მტრობამ ოქტაგონზე გადაინაცვლოს. ესპანური გამოცემის მიხედვით, UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს შეუძლია, ეს ბრძოლა ისეთ ბლოკბასტერად აქციოს, როგორიც ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება იყო, თუმცა როგორც იცით, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ოქროს შანსი! - თორნიკე მიქელაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
პირველი ოქროს შანსი! - თორნიკე მიქელაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია