ჩელსი, პეტრ ჩეხი
Aa
Aa

პეტრ ჩეხმა ჩელსის სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

ჩელსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პეტრ ჩეხმა ლონდონურ კლუბში ტექნიკური დირექტორისა და სპორტული მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა და გულშემატკივრებსაც დაემშვიდობა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ როლის შესრულება. ახლა, როდესაც ვგრძნობ, რომ კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს, ვფიქრობ, რომ განზე გადგომისთვის შესაფერისი დროა.

მოხარული ვარ, რომ კლუბი ახალი მფლობელების ხელში ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ არაერთ დიდ წარმატებას მიაღწევს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც“, - წერს ჩეხი.

შეგახსენებთ, რომ პეტრ ჩეხი ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში 2004-2015 წლებში თამაშობდა, 2019 წლიდან კი ზემოთნახსენებ თანამდებობებზე დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიეჩს ჩელსის დატოვება უნდა - მილანი მას უკვე დაუკავშირდა
ზიეჩს ჩელსის დატოვება უნდა - მილანი მას უკვე დაუკავშირდა