ქალთა ფეხბურთი, ქალ ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ზედიზედ მე-7 შეხვედრაში დამარცხდა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და სამწუხაროდ, შეხვედრა დიდი ანგარიშით, 0:9 დათმო.

სტუმრებმა ქართველი ფეხბურთელების კარში პირველ ნახევარში 4 უპასუხო ბურთი გაიტანეს, თავი ორ შემთხვევაში მაკკეიბმა გამოიჩინა, თითო-თითო გოლი კი ფაეიმ და კონოლიმ გაიტანეს.

ჩვენმა გუნდმა მეორე ნახევარში კიდევ 5 უპასუხო ბურთი მიიღო. თათია გაბუნიას კარში დუბლი ქუინმა შეასრულა, ასევე მესამე გოლი გაიტანა მაკკეიბმა, კარკინმა და ო’სალივანმა კი თითოჯერ შეძლეს თავის გამოჩენა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს 7 ტურის შემდეგ 0 ქულა და ასევე 0 გატანილი გოლი აქვს, საკუთარ კარში კი 50 ბურთი მიიღეს. გიორგი ჩხაიძის გუნდი შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას 1 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე სლოვაკეთის ნაკრების წინაღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია რომელ სტადიონზე ითამაშებს ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები
ცნობილია რომელ სტადიონზე ითამაშებს ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები