მე-80 გამარჯვება უიმბლდონზე - ჯოკოვიჩის უნიკალური შედეგი
მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო. სერბი ჩოგბურთელი პირველ წრეში სამხრეთ კორეელ კვონ სონ ვუს შეხვდა და მეტოქე 4 სეტში - 6:3, 3:6, 6:3 6:4 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ნოლესთვის ეს გამარჯვება უიმბლდონზე საიუბილეო მე-80 იყო. ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც 80, ან მეტი გამარჯვება მოიპოვა დიდი სლემის ყველა ტურნირზე.
სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობაზე 82 გამარჯვება აქვს, როლან გაროსზე 85, აშშ-ის ღია პირველობაზე 81 და ახლა, უიმბლდონზე 80.