5-სეტიან თრილერში! - ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში ნიკა მსოფლიო რეიტინგის 280-ე ნომერს, ჩეხ ლუკაშ როსოლს შეხვდა მეტოქე 5-სეტიან თრილერში 6:7 (4:7), 7:6 (8:6), 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ძლიერი წვიმის გამო შეხვედრა ორჯერ შეჩერდა. პირველ შემთხვევაში 40 წუთით, მეორე შემთხვევაში კი პაუზა თითქმის 2 საათამდე გაიწელა. ამის მიუხედავად, ბასილაშვილმა სათამაშო რითმის შენარჩუნება მაინც შეძლო და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
თითქმის 3-საათიან დაპირისპირებაში გულშემატკივარმა ორი ტაი-ბრეიკი იხილა. პირველ სეტის ტაიბრეიკი ჩეხი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა, მეორე სეტში კი ნიკამ მეტოქეს 8:6 სძლია.
მეორე და მესამე სეტები ჩოგბურთელებმა იდენტური ანგარიშებით გაცვალეს, გადამწყვეტ სეტში კი ბასილაშვილი მეტოქეზე აშკარად რამდენიმე თავით მაღლა იდგა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა - 6:3.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული დაპირისპირება ჩოგბურთელებს შორის ისტორიის განმავლობაში მესამე იყო და ამ გამარჯვებით ნიკა ურთიერთშეხვედრებშიც დაწინაურდა - 2:1
უიმბლდონის მომდევნო წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი კუენტინ ჰალისი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 82-ე პოზიციაზე იმყოფება.