გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე სიაში არაა - გენტი სეზონისთვის ქართველის გარეშე მოემზადება

''გენტმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნული სიის მიღმაა 23 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ჰაინ ვანჰაზებრუკთან მუშაობის სურვილი არ აქვს და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას გეგმავს.

გასული სეზონის მეორე ნახევარი გიორგი ჩაკვეტაძემ მეორე ბუნდესლიგის ''ჰამბურგში'' გაატარა, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტიმ ვალტერს თავი ვერ მოაწონა. გერმანელი სპეციალისტი მისი გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა, რის გამოც მხარეებს შორის თანამშრომლობა არ გაგრძელებულა.

ჩაკვეტაძის გადაბირების სურვილი თემურ ქეცბაიას სურდა, თუმცა ''ანორთოსისის'' ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო ქართველმა სპეციალისტმა გუნდი დატოვა. ასევე, ჩაკვეტაძის დაბრუნება თბილისის ''დინამოს'' პრეზიდენტის, რომან ფიფიას გეგმებში შედიოდა. გარდა ამისა, ჩაკვეტაძე მოლაპარაკებას ერთ-ერთ ნიდერლანდურ კლუბთან აწარმოებდა. ამ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელის მომავალი გარკვეული არაა.

მიმდინარე თვეში ჩაკვეტაძის აგენტმა გოგა გახოკიძემ ''ტაიმაუტში'' საუბრისას განაცხადა:

''ჩაკვეტაძე ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ახლა რომ ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც თამაში არ მოუწევს, ფსიქოლოგიურად ძალიან გატყდება.

ყველამ ვიცით, როგორი ტრავმები გადაიტანა, რა დრო გაუცდა. მისთვის მნიშვნელოვანია თავდაჯერების დაბრუნება. ახლა ''ჰამბურგშიც'' ისე მოხდა, რომ თამაში არ წაუვიდა, მწვრთნელმა სხვა თვალით შეხედა, ეს ცოტა ძნელი გასაგებია. მან უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე ბევრი უნდა იმუშავოს, არც მწვრთნელი და არც გუნდი არ უნდა ალაპარაკოს, რომ მას ვარჯიში ეზარება. მსგავსი რამ არ უნდა იყოს. მას აქვს რესურსი, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ ტვირთი არ უნდა ავკიდოთ
„პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ ტვირთი არ უნდა ავკიდოთ" - ნაპოლის ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე