ხამეს როდრიგესი
Aa
Aa

დაწერეს, რომ პსვ ხამესით ინტერესდებოდა - რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა

გავლენიანი ნიდერლანდური გამოცემა, De Telegraaf უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღეს დილით გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პსვ ხამეს როდრიგესით ინტერესდებოდა და მისი გადაბირება სურდა, თუმცა რამდენიმე წუთში ყველაფერი შეიცვალა.

„პსვ კრეატიული ნახევარმცველის გადაბირებას აპირებს. სავიოს გარდა, ხავი სიმონსისა და ხამეს როდრიგესის კანდიდატურები განიხილება“, - დაწერა Telegraaf-მა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, სტატია ჩაასწორა და მასში ხამეს როდრიგესის სახელი და გვარი აღარ ფიგურირებდა.

ფეხბურთის ნიდერლანდელ ქომაგებს გავლენიანი გამოცემის ქმედებები არ გამოჰპარვიათ და მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერეს. როგორც გაირკვა, მათი რჩეული ხავი სიმონსი გახლავთ და კმაყოფილი დარჩნენ, ხამესის სახელი სტატიიდან რომ ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება სურს და თვლის, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შეუძლია. 30 წლის შემტევს „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“ და „ბაიერნში“ უთამაშია და ამჟამად ყატარში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას მაგუაიერის გადაყვანა არ გამოუვიდა - მანჩესტერის უარი კატალონიელებს
ბარსას მაგუაიერის გადაყვანა არ გამოუვიდა - მანჩესტერის უარი კატალონიელებს