ფეხბურთიდან პოლიტიკაში - დამიანო ტომაზი ვერონას მერი გახდა
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დამიანო ტომაზი ქალაქ ვერონას მერი გახდა. მან ხმათა 53,5 პროცენტი მიიღო და ფედერიკო სბოარინას აჯობა, რომელიც მერის პოსტს 2017-22 წლებში იკავებდა.
Former AS Roma and Hellas Verona football player Damiano #Tommasi is elected mayor of Verona.
— Crazy Ass Moments in Italian Politics (@CrazyItalianPol) June 27, 2022
June 26, 2022.#elezioniamministrative2022 #DamianoTommasi pic.twitter.com/cjf9pOAseH
დამიანო ტომაზი ვერონას პროვინციის ქალაქ ნეგრარშია დაბადებული, 1993-96 წლებში ''ვერონას'' ღირსებას იცავდა, ეს მისი პირველი პროფესიული კლუბი იყო. 48 წლის ტომაზიმ კარიერის საუკეთესო წლები ''რომაში'' გაატარა (1996-2006). აღსანიშნავია 2000-01 წლების სეზონი, როცა ''ჯალოროსი'' სერია ა-ს გამარჯვებული გახდა. ტომაზიმ იტალიის ეროვნულ გუნდში 1998-2003 წლებში 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ტომაზი 9 წლის განმავლობაში იტალიაში ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო (2011-20).
საინტერესოა, რომ 2007-08 წლებში ტომაზი ესპანურ ''ლევანტეში'' შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო. იტალიელი თბილისშიც იმყოფებოდა და შოთა არველაძის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში ითამაშა.