ლუის სუარესი
Aa
Aa

სუარესის მომავალი გაირკვა - ურუგვაელი რივერში ითამაშებს

არგენტინული ''რივერ პლეიტის'' შემადგენლობაში ურუგვაელი ლუის სუარესი ითამაშებს. ESPN-ის ჟურნალისტის, კრისტიან მარტინის ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. 35 წლის შემტევის არგენტინულ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია. 

''რივერ პლეიტის'' მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდოა, რომელიც კლუბს 2014 წლიდან წვრთნის. სუარესს მუშაობა სამხრეთამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტთან მოუწევს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტმა, ხორხე ბრიტომ რადიო FM Top-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სუარესს ოფიციალური წინადადებით მიმართეს და ახლა ყველაფერი ფეხბურთელზე იყო დამოკიდებული.

„მართალია, ჩვენ ნამდვილად დავურეკეთ სუარესს და ახლა ყველაფერი მისი გადასაწყვეტია. სატრანსფერო ბაზარი ნამდვილად რთული იქნება. ვიცით, რომ ის აგვისტოში იხურება და ჩვენ ლუისი ახლა გვჭირდება“ - განაცხადა ბრიტომ.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფორვარდი ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა, სადაც „როხიბლანკოს“ მაისურით ჩატარებულ 83 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. სუარესს კარიერის უმეტესი ნაწილი ''ბარსელონაში'' გაატარა - 281 მატჩი, 194 გოლი და 113 ასისტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას მაგუაიერის გადაყვანა არ გამოუვიდა - მანჩესტერის უარი კატალონიელებს
ბარსას მაგუაიერის გადაყვანა არ გამოუვიდა - მანჩესტერის უარი კატალონიელებს