''დავარტყი და ადგილზე გავთიშე'' - ჩივაძისა და ჩელებაძის უცნობი ისტორია
თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში მინსკში მომხდარი უცნობი ამბავი გაიხსენა, რომელიც ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად შეემთხვა.
''მინსკში, ''დინამოს'' სტადიონთან ახლოს სასტუმროში ვიყავით, მე და საშამ სასტუმრო დავტოვეთ და სასეირნოდ წავედით. ვხედავთ წარწერას: ''თაფლი''. საშამ მითხრა, მოდი შევიდეთო. რა თაფლი? ბარია და ორი გოგო ზის. მათ რაღაც ვკითხეთ. მათთან ახლოს კაცი იყო, რომელიც საშასთან მოვიდა და ხელი ძლიერად და უხეშად ჩაავლო. საშა გაფითრდა''.
ჩელებაძე იხსენებს, რომ თავდაპირველად პრობლემის სიტყვიერად მოგვარებას შეეცადა, თუმცა სიტყვით არაფერი გამოვიდა და მოქმედებაზე გადავიდა.
''დავარტყი და ადგილზე გავთიშე. მან ეს დაიმსახურა. ბარმენები კმაყოფილები იყვნენ, რომ ეს არანორმალური დავამშვიდეთ. ამასობაში, ერთი კაცი გამოვარდა დანით, მაგრამ ფეხბურთელები რომ დაგვინახა, წავიდა''.
''როცა მოედანზე ვინმე უზრდელობდა, უხეშად მეთამაშებოდა ან დედაჩემს მოიხსენიებდა, არ ვაპატიებდი. მინდორზე თავს ვიკავებდი, მაგრამ მატჩის შემდეგ გასახდელში პასუხს აგებდა''.
შეგახსენებთ, რევაზ ჩელებაძე და ალექსანდრე ჩივაძე თბილისის ''დინამოში'' 1976-82 და 1985-87 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.