ტამპა ბეის დომინაცია დასრულდა - კოლორადომ სტენლის თასი მოიგო
„კოლორადო ეველანში“ სტენლის თასის გამარჯვებული გახდა. „ევსმა“ ფინალურ სერიაში მოქმედ ჩემპიონს, „ტამპა ბეი ლაითნინგს“ აჯობა და გადამწყვეტი გამარჯვება გამთენიისას, სტუმრად გამართულ შეხვედრაში მოიპოვა. „კოლორადომ“ 2:1 მოიგო და „ტამპა ბეის“ სერიაში 4:2 სძლია.
THE @Avalanche ARE THE 2021-22 #StanleyCup CHAMPIONS!!! ???????? pic.twitter.com/YWmGwWuRA5
— NHL (@NHL) June 27, 2022
მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლების იყო. მე-4 წუთზე, სტივენ სტემკოსმა ანგარიში გახსნა და „ტამპა ბეი დააწინაურა“. „ეველანშმა“ თამაშში დაბრუნება მეორე პერიოდში მოახერხა და მაკკინონისა და ლეჰკონენის გოლებით წინ გავიდა, მესამე ოცწუთეულში კი უპირატესობა შეინარჩუნა და სასურველი შედეგი დააფიქსირა.
„ევსი“ სტენლის თასს 2001 წლის შემდეგ პირველად და არსებობის განმავლობაში მესამედ დაეუფლა. „კოლორადომ“ პირველ წარმატებას 1996 წელს მიაღწია, როცა „ფლორიდა“ 4:0 გაანადგურა, 2001 წელს კი „ნიუ ჯერსის“ 4:3 სძლია.
The @Avalanche finally get their hands on the #StanleyCup ???? pic.twitter.com/IgYYfyC6wl
— ESPN (@espn) June 27, 2022
„კონ სმაიტის თასი“, რომელიც პლეიოფის MVP-ის გადაეცემა, კეილ მაკარმა დაისაკუთრა. „კოლორადოს“ 23 წლის მცველმა პლეიოფში 20 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ ყინულზე 27:04 წამს ატარებდა და 29 ქულა დააგროვა. 21-ე საუკუნეში, იგი პირველი მცველი გახდა, რომელსაც ასეთი შედეგიანი პლეიოფი ჰქონდა, ისტორიაში კი მასზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ 3 მცველს დაუფიქსირებია.