სერია A-მ სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინა
სერია A-მ 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო გოლად „მილანის“ მცველის, ტეო ერნანდესის გოლი დაასახელა.
24 წლის ფეხბურთელმა გათამაშების 37-ე ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგ საკუთარი საჯარიმოდან ბრწყინვალე სოლორეიდით მეტოქის საჯარიმოს მიმართულებით გაიქცა და ეპიზოდი გოლად დაასრულა.
აღნიშნული დაპირისპირება მილანმა 2:0 მოიგო, რაც საჩემპიონო რბოლაში ფაქტობრივად გარდამტეხი აღმოჩნდა და „როსონერიმ“ საბოლოოდ ჩემპიონობაც იზეიმა.