მანჩესტერ იუნაიტედმა ვალენსიას მამარდაშვილის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ მიმართა
მანჩესტერ იუნაიტედმა „ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
სააგენტო Footyextras ცნობით, „წითელი ეშმაკების“ სკაუტები ცდილობენ გაარკვიონ „ვალენსიაში“ მამარდაშვილის ფინანსური მდგომარეობა, რის შემდეგაც კლუბს და ფეხბურთელს თავიანთ ფინანსურ პირობებს წარუდგენენ.
თავისმხრივ, ღამურებმა ქართველ მეკარეს განახლებული კონტრაქტი შესთავაზეს, რომელშიც საუბარია როგორც ხელფასის მომატებაზე, ისე გამოსასყიდი თანხის 100 მილიონ ევრომდე გაზრდაზე. ამჟამინდელი კონტრაქტით, მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, ხელშეკრულება კი 2024 წლამდე არის გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 10 მატჩში 20 გოლი გაუშვა, 8 შემთხვევაში კი კარი მშრალად შეინახა.