ძიუდო, ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრზე მესამე ადგილი მოიპოვა.

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ტურნირი კარგად დაიწყეს და პირველ მატჩში ნიდერლანდების ნაკრები 4:3 დაამარცხეს. ¼ ფინალში ავსტრიასთან 4:2 დაიმარჯვეს, ნახევარფინალში კი უკრაინასთან 2:4 დამარცხდნენ.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნგრეთის გუნდი იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტებმა დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაესაკუთრნენ.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 მედალი აიღო. ევროპის ჩემპიონები საბა სამადაშვილი და გიორგი მიშველიძე გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი დავით ლომიტაშვილი დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იპონი 23 წამით ადრე - საბა სამადაშვილი ევროპის ჩემპიონია
იპონი 23 წამით ადრე - საბა სამადაშვილი ევროპის ჩემპიონია