ნიკა ნინუა, პაოკი
Aa
Aa

ლუჩესკუმ ნინუაზე უარი თქვა - პაოკ-ი ქართველს კვლავ გაანათხოვრებს

ბერძნული პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა რაზვან ლუჩესკუმ შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ახალი სეზონისთვის ნიდერლანდებში მოემზადება. ბერძნული კლუბის ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნინუა სიის მიღმაა, რუმინელმა სპეციალისტმა ნინუაზე უარი თქვა. ქართველი ნახევარმცველის მსგავსად პირველი გუნდის მიღმა ლუკაშ ტეილორი და ლეო აღმოჩნდნენ.

სავარაუდოდ, ნინუას ახალი კლუბი ივლისის შუა რიცხვებში ცნობილი იქნება. მოსალოდნელია, რომ პაოკ-ი მას კვლავ გაანათხოვრებს.

23 წლის საყრდენი ნახევარმცველი 2020 წელს თბილისის ''დინამოდან'' პაოკ-ში გადავიდა. სადებიუტო სეზონში სუპერლიგის 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. გასული სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ''ანორთოსისში'' გაატარა, თუმცა თემურ ქეცბაიასთან მისი მუშაობა წარუმატებელი იყო, კვიპროსული კლუბის რიგებში მხოლოდ 86 წუთი ითამაშა. გასულ ზამთარში ნინუა იჯარით ''ლამიას'' შეუერთდა, სადაც ბაჩანა არაბულთან ერთად თამაშობდა. ''ლამიას'' რიგებში მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნიკა ნინუა თბილისის ''დინამოს'' აღზრდილია, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, თუმცა ეროვნულ გუნდში არ მიუწვევიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი გუნდიდან წასვლაზე - დე იონგს მკაფიო პოზიცია აქვს
უარი გუნდიდან წასვლაზე - დე იონგს მკაფიო პოზიცია აქვს