18 წლის ქართველი ტალანტი ტვენტეში - ეგოიანის 2 საგოლე პასი
ნიდერლანდურმა ''ტვენტემ'' რონ იანსის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. საინტერესოა, რომ პირველ გუნდში ირაკლი ეგოიანი ვარჯიშობს, რომელიც საქართველოს 18-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.
ეგოიანმა ''დენ ბოსხთან'' ამხანაგურ მატჩში 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მატჩი ''ვიტესის'' გამარჯვებით 11:0 დასრულდა. მერვე და მეათე გოლებისას საგოლე პასები ეგოიანმა შეასრულა.
აღსანიშნავია, ეგოიანი ''ტვენტეში'' გადასვლამდე ''აიაქსის'' ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. 2017 წელს ამსტერდამული გუნდიდან ''ტვენტეში'' გადავიდა, გასული სეზონი ''ტვენტეს'' 18-წლამდე გუნდში გაატარა, ახლა კი პირველ გუნდში დამკვიდრების შანსი აქვს.
2021-22 წლების სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონატში ''ტვენტე'' მე-4 ადგილზე გავიდა, ახალ სეზონში UEFA-ს კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.
View this post on Instagram