პსჟ იუვენტუსთან აწარმოებს მოლაპარაკებას - ნეიმარს წასვლა არ სურს
ნეიმარის საგა გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ბრაზილიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით ორაზროვანი განცხადება გააკეთა:
„იქნება თუ არა ნეიმარი პსჟ-ს პროექტში? ამ თემაზე ღიად საუბარი არ შეიძლება. იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მოვლენ და ასევე წავლენ. ეს ყველაფერი კერძო მოლაპარაკებაა.“
იტალიური გამოცემა Calciomercato წერს, რომ ნეიმარის გადაბირება ტურინის „იუვენტუსს“ სურს. ამ ინფორმაციას AS-ის ადასტურებს, თუმცა წერს მიზეზებს, რის გამოც „ბებერ ქალბატონი“ პსჟ-ს ვარსკვლავს ვერ შეიძენს.
AS-ის ცნობით, „იუვენტუსის“ და „პარი სენ ჟერმენის“ წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ბრაზილიელის ტრანსფერზე ისაუბრეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ, რადგან ტურინულ გრანდს 29 წლის შემტევის ხელფასის გადახდა არ შეუძლია.
თავის მხრივ, პარიზელებს ნეიმარის გაშვება სურთ, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამის წინააღმდეგია და შესანიშნავი ბერკეტიც აქვს. გასულ წელს მან პსჟ-სთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და რეალურად ის ხელშეუხებელია. იმ შემთხვევაში, თუ ხელაიფი მას კონტრაქტს გაუწყვეტს, კონტრაქტის მიხედვით დარჩენილი მთლიანი ანაზღაურების გადახდა მოუწევს.