ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

შეთანხმება ყველა დეტალზე შედგა - მამარდას ახალი კონტრაქტი ვალენსიასთან

AS-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილსა და ''ვალენსიას'' შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ყველა დეტალზე შედგა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება.

ამ ეტაპზე ''ვალენსიას'' ფინანსური ''ფეარ ფლეის'' (სამართლიანი თამაშის წესი) საკითხი აქვს მოსაგვარებელი, რისთვისაც ფეხბურთელის ან ფეხბურთელების გაყიდვაა საჭირო, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ''ღამურებთან'' ახალ კონტრაქტს გააფორმებს, გამოსასყიდ თანხასთან ერთად მისი ფინანსური შემოსავალიც გაიზრდება.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

ფეხბურთელი, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან ტრამპლინის გარეშე ტოპ ლიგაში გადავიდა, სადებიუტო სეზონში ლა ლიგაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით მაღალ დონეზე სეზონის მეორე ნახევარი ჩაატარა, ესპანეთის თასის ფინალშიც ითამაშა, სადაც დამაჯერებელი და უშეცდომო იყო. ესპანური მედიის ცნობით, მოთამაშის მიმართ ინტერესი ''მან. იუნაიტედსა'' და ''ტოტენჰემს'' ჰქონდათ, თუმცა მამარდაშვილმა ''მესტალიაზე'' დარჩენა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი წარმატება იყო“ - ვალენსიას ლეგიონერების შეფასება
„მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი წარმატება იყო“ - ვალენსიას ლეგიონერების შეფასება