ალ რაიანს დატოვებს - ხამესის ოცნება ევროპაში დაბრუნებაა
გუშინ, სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხამეს როდრიგესი „ალ რაიანს“ დატოვებდა და კარიერას „ბოტაფოგოში“ გააგრძელებდა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ საკითხთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ ხამეს როდრიგესი „ბოტაფოგოში“ არ გადავა. არანაირი შეთანხმება არ არსებობს, რადგან კოლუმბიელი ნახევარმცველის ოცნება კვლავ ევროპაში თამაშია. რომანოს თქმით, „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი „ალ რაიანს“ დატოვებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა შემოთავაზება ევროპული კლუბებიდან.
James Rodriguez dreams of playing in Europe again. That’s why he’s not accepting Botafogo proposal, as of today. Nothing at the final stage or similar. ???????????? #transfers
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 25, 2022
James will leave Al Rayyan - he’s still giving priority to different proposals as things stand. @PSierraR
ხამესი „ალ რაიანში“
30 წლის კოლუმბიელი „ალ რაიანს“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, ხამეს როდრიგესმა ყატარული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 15-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.