მძიმე მატჩი ვერონაში - 20-წლამდე ბორჯღალოსნები იტალიასთან დამარცხდნენ
Aa
Aa

მძიმე მატჩი ვერონაში - 20-წლამდე ბორჯღალოსნები იტალიასთან დამარცხდნენ

ექვსი ერის სერიებზე ბორჯღალოსნების 20-წლამდე ნაკრები იტალიასთან სტუმრად დამარცხდა (36:19). ქალაქ ვერონაში გამართული მატჩის მეორე წუთზე ნიკა სუთიძის ლელოთი საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, ქართველი მორაგბეებისთვის თამაში შესანიშნავად დაიწყო.

მე-17 წუთზე პაატა გალდავამ ლელო დადო, ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 8:10 გახდა, რასაც პეტრე ხუციშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყა.

იტალიელებმა მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა, უპირატესობა მოიპოვეს და დაწინაურდნენ, თუმცა 72-ე წუთზე აფციაურმა ლელო დადო, მოდებაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, საქართველოს ნაკრები თამაშში დაბრუნდა, თუმცა საბოლოოდ 36:19 დამარცხდა. 

20-წლამდე ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ექვსი ერის ზაფხულის სერიებზე ნაკრები შემდეგი მორაგბეებით დააკომპლექტა:

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 2. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. ბექა გელხვიძე (ლელო), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი მაისურაძე (ლელო), 17. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 20. რატი ზაზაძე (არმაზი); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 24. გიგი ქურხული (ვეფხვები), 25. იოანე მეტრეველი (ლელო), 26. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).

ვიდეო: რაგბი TV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სევდიანი და სასტიკი გადაწყვეტილებაა
„სევდიანი და სასტიკი გადაწყვეტილებაა" - რაპინო აშშ-ში აბორტის არაკონსტიტუციურად ცნობაზე