ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

უარი გუნდიდან წასვლაზე - დე იონგს მკაფიო პოზიცია აქვს

დღეს, გამოცემა SPORT-მა გვამცნო, რომ ფრენკი დე იონგის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. აღნიშნული წყარო წერდა, რომ „წითელი ეშმაკები“ ნიდერლანდელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, CADENA SER-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ დე იონგმა კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლაზე უარი განუცხადა და ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლაპორტას არ აწყობს, რომელიც მზად არის ნიდერლანდელის გასაშვებად, რათა გუნდის ფინანსური მდგომარეობა სულ ოდნავ მაინც გააუმჯობესოს. შეგახსენებთ, რომ ფრენკის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

დე იონგი „ბარსელონაში“

ნიჭიერი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს 2019 წელს „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ფრენკი დე იონგმა „ბლაუგრანას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 138-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი სირთულე ბარსასთვის - სილვას ოჯახს ინგლისიდან წასვლა არ სურს
მორიგი სირთულე ბარსასთვის - სილვას ოჯახს ინგლისიდან წასვლა არ სურს