ჯოვინოს დუბლი ბათუმში - მოქმედი ჩემპიონის მე-13 გამარჯვება
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის ''დინამომ'' ბოლნისის ''სიონი'' 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა მე-13 გამარჯვება მოიპოვა.
გია გეგუჩაძის გუნდი 53-ე წუთზე დაწინაურდა, ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
84-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში ორამდე გაზარდა, სწრაფი კონტრშეტევისას გაფრინდაშვილმა კარისკენ დაარტყა, ლევან ისიანმა ბურთი მოიგერია, დასწრებაზე ფლამარიონმა ითამაშა და მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა.
85-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა. საგოლე კომბინაციაში გაფრინდაშვილი, ფანცულაია და ბრაზილიელი შემტევი მონაწილეობდნენ. მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ფლამარიონის ანგარიშზე 13 გოლია.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა ბათუმის ''დინამო'' 44 ქულით ლიდერობს. მე-20 ტურში საქართველოს ჩემპიონი თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 29 ივლისს, ბათუმში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
ამავე ტურში ''საბურთალომ'' ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' წყალტუბოს ''სამგურალი'' 3:1 დაამარცხა. ანგარიში მესამე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ულამაზესი დარტყმით გახსნა. 25-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ წონასწორობა აღადგინა. 87-ე წუთზე ბენედიკ მიოჩიმ თბილისური კლუბი დააწინაურა. 89-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
ამ ეტაპზე ''საბურთალო'' 29 ქულით მე-5 ადგილზეა, ''სამგურალი'' კი 33 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და საუკეთესო სამეულს 1 ქულით ჩამორჩება.