თეიმურაზ ვანიშვილი, მირიან მაისურაძე, ტარზან მაისურაძე
Aa
Aa

1 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო - საქართველოს ნაკრების მედლები რომის ტურნირზე

იტალიის დედაქალაქ რომში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს თეიმურაზ ვანიშვილმა, რომელიც 61 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ისლამ ბაზარგანოვი დაამარცხა.

ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ტარზან მაისურაძე (86 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) იბრძოდნენ, თუმცა ფინალში დამარცხდნენ, ვერცხლის მედალს დასჯერდნენ.

ტურნირის მეორე დღეს თეიმურაზ ვანიშვილის მსგავსად ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ.) და ზაურ ბერაძემ (86 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ტურნირის პირველი დღე

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლის მოპოვების შანსი გივი მაჭარაშვილს ჰქონდა , რომელიც 97 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ბატირბეკ ცაკულოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა, რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში პოლონელი ზბიგნიევ ბარანოვსკის 9:3 მოუგო.

საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები