დევისის თასი - ოთხიდან ოთხი მოგება, საქართველომ ლუქსემბურგსაც აჯობა
Aa
Aa

დევისის თასი - ოთხიდან ოთხი მოგება, საქართველომ ლუქსემბურგსაც აჯობა

დევისის თასზე მორიგი შეხვედრები გაიმართა. საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ორივე ქვეყნის ნაკრებს მეორე ჯგუფის პლეი-ოფში თამაში განაღდებული ჰქონდა.

საქართველოს მხრიდან თავი ზურა ტყემალაძემ გამოიჩინა, რომელმაც რაფაელ კოლცი მარტივად ორ სეტში 6:3 6:3 დაამარცხა. რაც შეეხება საბა ფურცელაძეს მან საკუთარი დაპირისპირება სამ სეტში 2:6 7:6 7:6 დაამარცხა. ცნობისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო 2:0-ს იგებდა, წყვილთა დაპირისპირება აღარ გაიმართა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე ოთხი შეხვედრა გამართა და არცერთი მატჩ არ წაუგია. ქართველებმა ჯერ სომხეთს 3:0 აჯობეს, შემდეგ მსგავსი ანგარიშით ლიხტენშტეინს მოუგეს, ხოლო გუშინ კვიპროსი არ დაინდეს. აქედან გამომდინარე „ჩვენებურები“ პირველ ადგილზე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ დევისის თასზე საქართველოს ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე თამაშობს. ჩვენი ქვეყნის ღირსებას სანდრო მეტრეველი, საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე და დავით კვერნაძე იცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უიმბლდონი: ბასილაშვილი პირველ წრეში 278-ე ჩოგანს შეხვდება
უიმბლდონი: ბასილაშვილი პირველ წრეში 278-ე ჩოგანს შეხვდება