რომანომ დაადასტურა - ბეილი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
გარეთ ბეილის კარიერა საინტერესოდ განვითარდა. ცნობილია, რომ მან „რეალი“ დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. უელსელ შემტევს ბოლო დღეებში მშობლიურ „კარდიფ სიტის“ უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს 31 წლის ფეხბურთელმა აზრი შეიცვალა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვამცნობს, რომ ბეილმა ამერიკა აირჩია. გარეთი MLS-ში, კონკრეტულად კი „ლოს-ანჯელესში“ ითამაშებს.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა. უელსელი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ ბეილი „ლოს-ანჯელესში“ ჯორჯო კიელინისთან ერთად ითამაშებს.
Gareth Bale joins Los Angeles FC on a free transfer, here we go! Follows @tombogert scoop - it’s confirmed, Bale leaves European football to try new MLS experience. Agreement in place. ???????????????????????????????????????? #LAFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 25, 2022
Contract will be valid until June 2023 - as Bale follows Chiellini at LAFC. pic.twitter.com/C47AJGpCtm
ცნობისთვის, „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება და მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა. გავრცელებული ინფორმაციით, მუნდიალის დასრულების შემდეგ, ბეილი საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.