კარლოს ტევესი
Aa
Aa

გარდაცვლილი ბიძა, მძიმე ბავშვობა, გვამები და ნაიარევი - ტევესის რთული ცხოვრება

რამდენიმე კვირის წინ კარლოს ტევესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მისი ასაკიდან გამომდინარე მოულოდნელი არ იყო, თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

„კარიერის დასრულება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მამაჩემი გარდაიცვალა. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო“

.. - განაცხადა ტევესმა

რეალურად კარლოსი მის ბიძაზე საუბრობს და არა ღვიძლ მამაზე, თუმცა, როგორც ირკვევა ბიძა მას ყოველთვის მამის მაგივრობას უწევდა. რაიმუნდო ტევესს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა დიაბეტი, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში გარდაიცვალა.

ყოფილი ფეხბურთელის ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსმა დაამძიმა, რომელიც მას იანვარში დაემართა. ექიმებმა კარლოსს უთხრეს, რომ რაიმუნდო დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა და ამ პერიოდის განმავლობაში მას „ბოკას“ რიგებში უნდა ეთამაშა.

„რაიმუნდოს გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ხშირად მატჩების შესვენების დროს გასახდელში ვტიროდი. ზოგჯერ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ამის ახსნა არ შემიძლია. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ფეხბურთის თამაში გამეგრძელებინა, მაგრამ არ გამომივიდა..“

- აღიარა ტევესმა

რა მოხდა 8 წლის წინ ?

2014 წლის ზაფხულში რაიმუნდო გაიტაცეს. დამნაშავეებმა მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 ფუნტი მოითხოვეს. ტევესი გამტაცებლებთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას და ამის გამო დროებით „იუვენტუსში“ შვებულება აიღო. საბოლოოდ კარლოსმა 30 000 გადაიხადა და ბიძამისი გაათავისუფლეს.

საინტერესო იყო ტევეს უფროსის მონაყოლი გამტაცებლების შესახებ:

„მათ მითხრეს, რომ კარლოს ტევესი მათი კუმირი იყო და მისთვის ზიანის მიყენება არ უნდოდათ, თუმცა ისიც თქვეს, რომ შვილები ჰყავდათ და ფული სჭირდებოდათ. სხვა ალტერნატივა კი მათთვის არ არსებობდა.“..

ტევესის ნამდვილი მშობლები

ყოფილი ფეხბურთელის ბიოლოგიური მამა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ქუჩაში ჩაცხრილეს. ხუან ტევესს 23 ტყვია მოხვდა.. როდესაც კარლოსი 6 თვის იყო დედამ მიატოვა. რომ არა დეიდა ადრიანა და ბიძა რაიმუნდო ბავშვი სულ მარტო დარჩებოდა. ისინი მას ყველაფერში ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ.

„ზოგჯერ ვფიქრობ, თუ როგორ ვიცხოვრებდი მათ გარეშე. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რამდენად მნიშვნელოვანები იყვნენ ისინი ჩემთვის.“

- განაცხადა ტევესმა

ზოგადად, „იუვეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა საკმაოდ მძიმე ბავშვობა გამოიარა. მის საცხოვრებელ ქალაქში ფუერტე აპაჩეში გამუდმებით პოლიციის სირენის და სროლის ხმა ისმოდა. ერთ დღეს, მორიგი სროლის დროს ტყვიები ტევესის საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ხოლო მეორე დილით კარლოსი სკოლაში ცხედრების გვერდის ავლით წავიდა. მის სახლთან რამდენიმე გარდაცვლილი იწვა..

„ბავშვობაში ვცდილობდი, რომ მარტო არსად წავსულიყავი, რადგან ეს ძალიან სახიფათო იყო. ღამე ჩვენი ქალაქი ბეირუთს ჰგავდა. ქუჩაში ყოვლად უმიზეზოდ ადამიანები ქვებს ისროდნენ და სახლის ფანჯრებს ამსხვრევდნენ. ქურდებზე საუბარიც აღარ მაქვს.“

- ამბობს ტევესი

10 თვის ასაკში, კარლოსს ქვაბიდან მდუღარე წყალი გადაესხა. ის იმ წამსვე საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ დამწვრობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ნაიარევი დარჩა. ტევესი თითქმის 2 თვის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა და ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა.

„ამ მომენტმა გავლენა მთელ ჩემს ცხოვრებაზე მოახდინა. ნაიარევი ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივეჩვიე. ეს ნაიარევი არის იმის ნათელი დასტური თუ ვინ ვიყავი, რა გამოვიარე და ვინ ვარ ახლა.“

- კარლოს ტევესი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზღვის სანაპირო, ვარჯიშის გაცდენა, სექსი და ყინვა - მე რომარიო ვარ
ზღვის სანაპირო, ვარჯიშის გაცდენა, სექსი და ყინვა - მე რომარიო ვარ