ალექსანდრე წივწივაძე
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია

ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის შენარჩუნება შეძლო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

18-წლამდელთან ევროპირველობაზე წივწივაძემ 200 მეტრ დისტანციაზე შესარჩევი გაცურვა მოიგო და პირდაპირ ფინალში გადავიდა, სადაც 1000 მ. დისტანციაზე ტიტულის შენარჩუნება შეძლო.

წივწივაძემ ჩინებულად იასპარეზა და მეტოქეებს აშკარად აღემატებოდა.

2021 წლის მსგავსად, ქართველმა ნიჩბოსანმა ტრიუმფი გაიმეორა და ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პორტუგალიაში გამართულ იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი
სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი