მათე ვაწაძე
Aa
Aa

დინამო ბათუმი ძლიერდება - მათე ვაწაძე გია გეგუჩაძის გუნდში

33 წლის ქართველი ფეხბურთელი, მათე ვაწაძე კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, „დინამო ბათუმის“ რიგებში გააგრძელებს. Crystalsport-ის ინფორმაციით, ვაწაძეს გია გეგუჩაძის გუნდში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია და გარიგება ოფიციალურად მალე დადასტურდება.

ჩვენი ცნობით, ვაწაძე ბათუმში ხვალ ჩავა და კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს. მიმდინარე სეზონში, მათე „გაგრას“ ღირსებას იცავდა და მე-19 ტურში, „დილას“ კარში გოლიც გაიტანა, თუმცა ადგილსამყოფლის გამოცვლა და აჭარაში გადაბარგება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ვაწაძის საფეხბურთო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, რომლის ძირითად გუნდში იგი 2005-10 წლებში ასპარეზობდა. „დინამოდან“ მან რუსეთს მიაშურა, რასაც საქართველოში დაბრუნება და „ორჰუსში“ გატარებული პერიოდი მოჰყვა. დანიაში იგი 4 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და 32 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

„ორჰუსის“ შემდეგ იყო თბილისის „ლოკომოტივი“ და ისევ დანია. ოღონდ, ამჯერად, „ვიბორგი“. „ვიბორგიდან“ იგი „სილკებორგში“ გადაბარგდა და შემდეგ „დინამო თბილისში“ გადავიდა. საკუთარი მომავლის „გაგრასთან“ დაკავშირებამდე, ვაწაძე „ქიზილქუმში“ თამაშობდა და 5 გოლის გატანაც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაიკ ტაისონის მსგავს ტექნიკას იყენებს
„მაიკ ტაისონის მსგავს ტექნიკას იყენებს" - თოფურია ყველაზე სახიფათო მებრძოლებში