ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება“ – Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი „ნაპოლის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს და იმ ფეხბურთელებზე წერს, რომლებსაც სატრანსფერო ბაზარზე „პარტენოპეის“ უკავშირებენ. ბუნებრივია, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც გახლავთ და Corriere „კვარაზე“ მოკლედ გვესაუბრება.

„კვარაცხელია 21 წლის ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ლუჩიანი სპალეტის გუნდის შემტევი ხაზის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება. ახალგაზრდა ტალანტი ნაპოლიში დინამო ბათუმიდან გადადის და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ყოველწლიური ხელფასი კი 1.5 მილიონი ევრო იქნება“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის ცნობით, „ნაპოლიში“კვარაცხელიას დებიუტი 14 ივლისს, სამოყვარულო კლუბ „ანაუნიასთან“, ტრენტინოში შედგება. ამ ინფორმაციას Calcionapoli24 ავრცელებს. ოფიციალურ დებიუტს რაც შეეხება, „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ შეხვედრას სტუმრად „ვერონასთან“ გამართავს.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოლი გამარჯვება - გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
იოლი გამარჯვება - გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა