„მაიკ ტაისონის მსგავს ტექნიკას იყენებს" - თოფურია ყველაზე სახიფათო მებრძოლებში
MMA-ზე ორიენტირებულმა ვებგვერდმა, Mmmasucka.com-მა UFC-ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონს სტატია მიუძღვნა და ყურადღება იმ იმედისმომცემ მებრძოლებზე გაამახვილა, რომლებიც ყველაზე სახიფათოები არიან. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ რჩეულთა შორის ილია თოფურიაც მოხვდა და სტატიის ავტორს მისი კრივის ტექნიკა ლეგენდარულ მაიკ ტაისონს აგონებს.
„ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას ზემოთ აღნიშნულ პერსპექტიულ მებრძოლებზე ნაკლები ბრძოლა აქვს გამართული, მაგრამ Mma-ის ბევრი ქომაგის ყურადღება უკვე მიიპყრო. თოფურია მაიკ ტაისონის მსგავს კრივის ტექნიკას, slip and rip-ს (როცა მეტოქის დარტყმებს იცილებ, ან ბლოკავ, კონტრშეტევებს ახორციელებ და ზიანს აყენებ) იყენებს, რათა მეტოქეებს კორპუსში და თავში განხორციელებული კომბინაციებით შეუტიოს და ხანდახან თავის ფეთქებად ჭიდაობასაც რთავს. Mma-ის ბევრმა გულშემატკივარმა მის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა UFC 264-ზე რაიან ჰოლი დაანოკაუტა.
UFC 270-ზე ქართველ მებრძოლს მოვსარ ევლოევთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ წონის კლების პროცესის შეწყვეტის მოთხოვნის გამო, ბრძოლას ჩაეხსნა. ევლოევის ნაცვლად, მან მსუბუქ წონით დივიზიონში, ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ იჩხუბა, რომელიც ნოკაუტით დაამარცხა და პედი პიმბლეტი გამოიწვია“, - ნათქვამია სტატიაში.
გეტყვით იამსაც, რომ Mmasucka-მ ილიას გარდა, მოვსარ ევლოევი, ბრაის მიჩელი და არნოლდ ალენი გამოარჩია.