უიმბლდონი, ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

უიმბლდონი: ბასილაშვილი პირველ წრეში 278-ე ჩოგანს შეხვდება

27 ივნისს სეზონის მე-3 დიდი სლემის ტურნირი უიმბლდონი აიღებს სტარტს და 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ინგლისში ვიხილავთ ნიკოლოზ ბასილაშვილსაც, რომლის მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვა. ნიკა პირველ წრეში 36 წლის ჩეხ ლუკაშ როსოლს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ როსოლი დღეს ATP-ის რეიტინგში 278-ე ჩოგანია.

ბასილაშვილი როსოლს აქამდე ორჯერ მხოლოდ ერთხელ შეხვდა, 2016 წელს ავსტრიის კიტცბუელის ტურნირზე ქართველმა ორ სეტში 6:4, 7:6 მოიგო. შემდეგ კი შანხაის ჩელენჯეში უკვე ჩეხმა იმარჯვა - 7:6, 4:6, 7:6.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მომდევნო ეტაპზე გასული ჩოგბურთელის მეტოქე, ამას ბენუა პერისა და კუენტენ ჰალისის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უიმბლდონზე ყველაზე შორს მესამე წრემდე მისვლა შეძლო და ეს 2015 წელს გააკეთა.

ბოლოს გეტყვით, რომ ბასილაშვილმა უიმბლდონამდე მალიორკას ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ბევრისთვის მოულოდნელად რეიტინგის 346-ე ნომერთან მატიას როზენკრანზთან ორ სეტში 6:7 6:7 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მწვრთნელმა სპორტსმენი გადაარჩინა - ანიტა ალვარესმა აუზში გონება დაკარგა
მწვრთნელმა სპორტსმენი გადაარჩინა - ანიტა ალვარესმა აუზში გონება დაკარგა