ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

''დებიუტი სამოყვარულო კლუბთან შედგება'' - იტალიური მედია ხვიჩაზე

იტალიური მედიის ცნობით, ''ნაპოლიში'' ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი 14 ივლისს, სამოყვარულო კლუბ ''ანაუნიასთან'' ტრენტინოში შედგება. ინფორმაციას Calcionapoli24 ავრცელებს.

''ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშის, მისი გოლებისა და საგოლე გადაცემების გამო ბათუმის ''დინამოს'' მისი შენარჩუნება ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სურდა, თუმცა ფეხბურთელი პირველი ივლისიდან ''ნაპოლისთან'' ერთად იქნება. მისი დებიუტი 14 ივლისს, სამოყვარულო კლუბ ''ანაუნიასთან'' შედგება''.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

ყაზანის ''რუბინის'' დატოვების შემდეგ კვარაცხელია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობს. მის აქტივში 11 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასია. გარდა ამისა, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საწყის სამ ტურში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. პირველ ივლისს, ხვიჩა ''ნაპოლის'' შეუერთდება. კვარაცხელია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ფოტო: NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი
სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი