ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ქართველ შემტევზეც ისაუბრა და „ნაპოლიში“ ტრანსფერის საკითხს შეეხო.

- ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლისთან კონტრაქტი გააფორმა. როგორ ფიქრობთ, ნეაპოლი და სერია A მას ზოგადად უხდება თუ სხვა ჩემპიონატში უნდა წასულიყო?

„მოერგება თუ არა ის ნაპოლის, ვფიქრობ, დიახ. ჯერ ერთი, სპალეტი მას კარგად იცნობს. მეორეც, მათი მარცხენა შემტევი, ყოფილი კაპიტანი ლორენცო ინსინიე ამერიკულ ლიგაში მიემგზავრება. რა თქმა უნდა, ხვიჩას თამაშს არაერთხელ უყურეს და სწორედ ამ სიტუაციისთვის აიყვანეს ის - გამოცდილი ფეხბურთელი გუნდში ადგილს ათავისუფლებს და ნაპოლის შემადგენლობაში მას ახალგაზრდა ხვიჩა ჩაანაცვლებს. ყველაფერი დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. შეძლებს ის დაამტკიცოს, რომ გუნდის კაპიტნის შეცვლა შეუძლია თუ არა. მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი“.

- მასთან ურთიერთობას ინარჩუნებთ?

„ბევრ ფეხბურთელთან მაქვს ურთიერთობა, მათ შორის ხვიჩასთან. კარგი ინტერვიუ იყო იტალიურ პრესასთან, მკითხეს ხვიჩას დადებითი და უარყოფითი მხარეები. იქამდე მასთან მოკლე საუბარი მქონდა. მე მას მორალურად მხარს ვუჭერ“.

- ამბობს სიომინი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები
FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები