ფელიში პრემიერ ლიგაში? - გუარდიოლას პორტუგალიელის დამატება სურს
პორტუგალიელი ჟურნალისტის, ბრუნო ანდრადეს ცნობით, პეპ გუარდიოლას ჟოაუ ფელიშის დამატება სურს, თუმცა ეს ტრანსფერი გაბრიელ ჟესუსისა და რაჰიმ სტერლინგის წასვლაზეა დამოკიდებული. თუ ჟესუსი და სტერლინგი ''ეტიჰადს'' დატოვებენ, შეტევის ხაზში სივრცე გაჩნდება და ფინანსური ''ფეარ ფლეი'' (სამართლიანი თამაშის წესი) დაბალანსდება. ცხადია, შეტევის ხაზში სივრცის გაჩენა ახალი ფეხბურთელების დამატებას გულისხმობს.
Haaland pode não ser único reforço de peso: Pep Guardiola quer João Félix no Manchester City. Negociação, no entanto, depende essencialmente das saídas de Gabriel Jesus e Sterling. É abrir espaço no ataque e, sobretudo, equilibrar o fair-play financeiro
— Bruno Andrade (@brunoandrd) June 23, 2022
22 წლის ფელიშს მადრიდის ''ატლეტიკოსთან'' კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ინფორმაციით, მისი სატრანსფერო თანხა 70 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ჟესუსს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის გამო მას კლუბის დატოვება მოუნდა. ასევე გეტყვით, 25 წლის თავდამსხმელი „ქალაქელებში“ 2017 წლიდან თამაშობს. დღემდე ჟესუსმა „სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 236-ჯერ მოირგო, 95 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაჰიმ სტერლინგს, რომელიც 2015 წელს ''ლივერპულიდან'' ''მან. სიტიში'' გადავიდა, ''ქალაქელებთან'' კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.