"რონალდუ ნერვიული აშლილობის ზღვარზეა" - კრიშტიანუ წასვლაზე ფიქრობს
კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერიდან“ შესაძლო წასვლაზე კიდევ ერთი გამოცემა წერს. ამჯერად კი გაცილებით საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც Metro Record-ზე დაყრდნობით იტყობინება, პორტუგალიელს კლუბის მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აწუხებს.
ის „ნერვული აშლილობის" ზღვარზეა და გარემოცვასთან საუბარში აღიარებს, რომ ახალი გუნდის ძებნას დაიწყებს, თუ „მანკუნიელები“ უფრო აქტიურად არ იმუშავებენ შემადგენლობის გასაძლიერებლად - განსაკუთრებით კონკურენტების გაძლიერების ფონზე, როცა „სიტიმ“ ჰოლანდი, ხოლო „ლივერპულმა“ ნუნესი გაიფორმა.
ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ კრიშტიანუ პარალელურად ახალი კლუბის ძიებაშია, თუმცა მისი გუნდში დარჩენაც სავსებით შესაძლებელია.
ბაიერნი - რონალდუს ახალი ვარიანტი?
ესპანურმა As-მა დაწერა, რომ „რეკორდმაისტერი“ აპირებს, ლევანდოვსკი კრიშტიანუ რონალდუთი ჩაანაცვლოს. ასევე, რონალდუს არ სურს, თავისი ბოლო ან ერთ-ერთი ბოლო სეზონი გაატაროს გუნდში, რომელსაც ტიტულის მოგების პერსპექტივა არ აქვს და წასვლა გადაწყვიტა, „ბაიერნი“ კი ამ ეტაპზე, საუკეთესო ვარიანტია.