ხავიერ ტებასი
Aa
Aa

"დიახ, ამის შემდეგ ბარსა ლევანდოვსკის, სილვას და სხვებს შეიძენს" - ლა ლიგის პრეზიდენტი

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ბოლო დროს პრესასთან საუბრისას საჯაროდ აცხადებდა, რომ „ბარსელონა“ ლევანდოვსკის ვერ შეიძენდა და ხმაურიანი ტრანსფერები მათი მხრიდან არ იქნებოდა.

ტებასს არგუმენტებად კატალონიელთა მძიმე ფინანსური მდგომარეობა მოჰყავდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა და ლა ლიგის პრეზიდენტმაც თავისი პოზიცია შეცვალა.

„დიახ, გიდასტურებთ, რომ თუ ბარსელონა თავის აქტივებს გაყიდის, მათ ლევანდოვსკის, სილვას და სხვა მოთამაშეების შეძენა შეეძლება“.

- ამბობს ტებასი.

როგორც მოგეხსენებათ, ჟოან ლაპორტამ კლუბის გენერალური ასამბლეა მოიწვია, რომელმაც BLM-ს 49.9%-ის (  Barca Licensing and Merchandising ) გაყიდვას მხარი დაუჭირა. ასევე ლუბის სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვაც დაამტკიცეს, რაც ჯამში „ბარსას“ 700-800 მილიონ ევროს მოუტანს. მათი ვალი კი ამჟამად 500 მილიონია.

კატალონიელები ამ ოპერაციების გაოფიციალურების შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდებიან. მათ მთავარ სამიზნეს, ლევანდოვსკი, კუნდე და ბერნარდუ სილვა წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფას გადაწყვეტილება - მუნდიალზე ნაკრებების განაცხადში 26 ფეხბურთელი იქნება
ფიფას გადაწყვეტილება - მუნდიალზე ნაკრებების განაცხადში 26 ფეხბურთელი იქნება