ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საქართველო დაიპყრო, ახალი თავგადასავალი იტალიაში" - Corriere dello Sport-ის სტატია ხვიჩაზე

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს და „კვარას“ მორიგ აღიარებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კვარაცხელია საქართველოს იპყრობს: ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

„როგორც იქნა, მოვიდა დრო, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დამსახურებული დასვენება მიიღოს. კვარაცხელიას, რომელიც ნაპოლიმ გაიფორმა, შეუძლია, დინამო ბათუმში ასპარეზობის შემდეგ, პაუზა აიღოს, სანამ პარტენოპეის გამოწვევას შეეჭიდება. 21 წლის ფეხბურთელმა საქართველოში ყველა და ყველაფერი დაიპყრო და შანსს მიიღებს, მისი თამაშები ისეთ უმაღლეს დონეზეც შეამჩნიონ, როგორიც მარადონას სტადიონია.

რუბინთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა, სადაც დინამო ბათუმის რიგებში, ქომაგებს თვალები გაუბრწყინა. 11 შეხვედრაში გატანილი 8 გოლით, ქართველი შემტევი საკმარისად ბრწყინვალე იყო იმისთვის, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოეგო. ეს 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა და ახლა მზადაა, ნაპოლიში ახალი გამოცდილება მიიღოს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე კიდევ ორი წრეა დარჩენილი, ხვიჩასთვის კი იტალიური თავგადასავალი იწყება. 21 წლის ფეხბურთელი დინამო ბათუმის ბოლო ორი შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს, რათა პრობლემები არ შექმნოდა. ერთა ლიგის მატჩების შემდეგ, მან თანაგუნდელებს თამაშს თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა. ხვიჩა უკვე ნაპოლიზე ოცნებობს და იმაზე ფიქრობს, როგორ გააოცოს ლუჩიანო სპალეტის გუნდი პირველივე დღეებში“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქინქლაძესთან ახლოსაც ვერ მივედით
„ქინქლაძესთან ახლოსაც ვერ მივედით" - ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია „ქინქიზე"