პსჟ-მ ნეიმარი ბარსელონას შესთავაზა, ფასი მისაღებია - ბრაზილიელი უარზეა
პსჟ ნეიმარის გაყიდვას გეგმავს, რათა სახელფასო ბიუჯეტი შეამსუბუქონ, გარდა ამისა პარიზელებს შემადგენლობის გადახალისება და გუნდში როლების გადანაწილება სურთ.
ტურინის „იუვენტუსის“ შემდეგ, ბრაზილიელი შემტევი „ბარსელონას“ შესთავაზეს და ამჯერად თანხაც სახელდება - 50 მილიონი ევრო.
ესპანური ტელეკომპანია El Chiringuito-ს ჟურნალისტ ხოსე ალვარესის ცნობით, კატალონიურ კლუბს თავდამსხმელის შეძენა 50 მილიონ ევროდ შესთავაზეს. ეს არ არის საბოლოო ფასი - შესაძლებელია მოლაპარაკებაც.
????"AL BARÇA le han OFRECIDO a NEYMAR"????
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) June 22, 2022
????"El precio: 50 MILLONES negociables".
????¡Información de @10JoseAlvarez en #ChiringuitoBarcelona! pic.twitter.com/TyjSWGqyTF
„ბარსელონამ“ მიიღო ზარები პსჟ-ს შუამავლებისგან. პინი ზაჰავი, რომელსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. სწორედ ზაჰავი ცდილობს მთელი ძალებით, რომ რობერტ ლევანდოვსკი „კამპ ნოუზე“ მოახვედროს.
„კატალონიელებს უთხრეს, რომ მოლაპარაკებებში პრობლემა არ იქნებოდა. ნეიმარი სიამოვნებით დაბრუნდება. ეს ერთადერთი კლუბია, სადაც ის მზადაა პსჟ-დან წასასვლელად.
ბარსელონა ამჟამად ამ ვარიანტს არ განიხილავს, რადგან ორიენტირებულია ლევანდოვსკის ტრანსფერზე, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ლაპორტა პინი ზაჰავისთან და ნეიმართან კარგი ურთიერთობა აქვს, შესაძლოა, ბრაზილიელს კლუბის ახალი პროექტის ლიდერის როლი ჩააბარონ“,
- განაცხადა ალვარესმა.
იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყატარის პროექტების მენეჯერები და პსჟ-ს ახალი საფეხბურთო მრჩეველი ლუის კამპოსი ბრაზილიელს გუნდის მნიშვნელოვან წევრად არ მიიჩნევს და ყველაფერს აკეთებს, რომ ის ტრანსფერზე დააყენოს.
აღსანიშნავია, რომ თავად ბრაზილიელს გუნდიდან წასვლა არ სურს. მისთვის პრიორიტეტული პარიზში დარჩენა და კონტრაქტის ბოლომდე შესრულებაა.
30 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში პსჟ-ს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.