დევისის თასი
Aa
Aa

დევისის თასი - სომხეთის შემდეგ ლიხტენშტეინიც დამარცხებულია

მონტენეგროს ქალაქ ულცინში დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფის მატჩები იმართება, რომლებშიც მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც იღებს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდი ლიხტენშტეინს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად 3:0 დაამარცხა.

დღის პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშიმ ერიკ პერარდს 2 სეტში, ანგარიშით 6:0 6:2 მოუგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩის მიმდინარეობის დროს 2 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბაკშის შემდეგ მონტენეგროს კორტზე საბა ფურცელაძე გამოჩნდა, რომელმაც თავის დაპირისპირებაც 2 სეტში მოიგო. ჩვენებურმა ანდრეი სპასოევიჩი ანგარიშით 6:2 6:1 დაამარცხა. საბამ შეხვედრის მიმდინარეობის დროს 4 ეისი შეასრულა.

წყვილებში საქართველოს სახელით ზუკა ტყემალაძემ და ალექსანდრე ბაკშიმ იასპარეზეს. ქართულმა წყვილმა ანდდრესი სპასოევიჩი და გიან კარლო ბესიმო 6:1 6:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მონტენეგროში ბასილაშვილის გარეშე ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები  სანდრო მეტრეველის, საბა ფურცელაძის, ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის შემადგენლობით თამაშობს. ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანი კი დავით კვერნაძე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეიტინგმა საშუალება მისცა - გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეშია
რეიტინგმა საშუალება მისცა - გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეშია