საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
Aa
Aa

სფფ-ის პრეზიდენტმა მარნეულში მშენებარე სტადიონი მოინახულა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მოინახულეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნისა და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობა. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, დამონტაჟდება განათება და აღიჭურვება გახმოვანების სისტემით. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ახალი სტადიონის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და პროექტის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ლევან კობიაშვილი - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

გიორგი დოხტურიშვილი - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

ფოტო: სფფ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები