კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესოები დაასახელა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2022 წლის სეზონის მეორე წრის გათამაშება დასრულდა. 18 ტურის შემდეგ 41 ქულით ლიდერი კვლავ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ბათუმის „დინამოა“, მეორე 35 ქულით ადგილზე კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის „დინამო“ იმყოფება. შემდეგ მოდიან გორის „დილა“ და წყალტუბოს „სამგურალი“, რომლებიც 33-33 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
მეორე წრის დასრულების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ორგანიზატორებმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი გამოაცხადეს.
მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
საუკეთესო მწვრთნელად კი „სამგურალის“ დამრიგებელი, გიორგი მიქაძე დასახელდა.
ჩემპიონატის Facebook-გვერდზე მეორე წრის სიმბოლური გუნდიც გამოცხადდა, რომელშიც წყალტუბოს სამგურალის ფეხბურთელები ჭარბობენ.
სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: პრიეტო (თბილისის „დინამო“).
დაცვა: კალანდარიშვილი („სამგურალი“), კალანდაძე (თბილისის „დინამო), თოლორდავა (თელავი), კიკაბიძე („სამგურალი“).
ნახევარდაცვა: მოისწრაფიშვილი (თბილისის „დინამო“), ჩიხლაძე („სამგურალი“), ჯეფინო („სამგურალი“).
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმის „დინამო“), ზურიკო დავითაშვილი (ბათუმის „დინამო“), ჯოვინო (ბათუმის „დინამო“).
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრე სტარტს 24 ივნისს აიღებს.