საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები

ცოტა ხნის წინ, FIFA-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით არის დაწინაურებული.

ჩვენს ეროვნულ გუნდს 1296,46 ქულა აქვს და 82-ე ადგილს იკავებს, სიაში კი გუინეასა და კურაკაოს გადაასწრო.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 4 შეხვედრა გამართა - 3 შემთხვევაში გაიმარჯვა (2 ივნისს გიბრალტართან 4:0; 5 ივნისს ბულგარეთთან 2:5; 9 ივნისს ჩრდ. მაკედონიასთან 0:3), 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა (12 ივნისს ბულგარეთთან 0:0).

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრებს უკვე სექტემბერში გამართავს - 23 ივნისს „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიასთან და 26 სექტენბერს სტუმრად გიბრალტართან.

აქვე რეიტინგის ლიდერების შესახებაც გეტყვით. 1-2 ადგილებზე კვლავ ბარზილიისა და ბელგიის ნაკრებები იმყოფებიან, მესამე ადგილზე არგენტინა აღზევდა, რომელიც საფრანგეთს გადაასწრო, მეხუთე პოზიციას კი ინგლისის ეროვნული გუნდი იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლამაზი პერიოდი და ისტორიული სერია
„ლამაზი პერიოდი და ისტორიული სერია" - ფრანგული გაზეთი სანიოლსა და საქართველოს ნაკრებზე