ჯეილონ ფერგიუსონი
Aa
Aa

26 წლის ასაკში ჯეილონ ფერგიუსონი გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ჯეილონ ფერგიუსონი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სპორტსმენის გუნდი „ბალტიმორ რეივენსი“ ავრცელებს.

„მომხდარით ძალიან ვწუხვართ. ის იყო კეთილი, დასაფასებელი ახალგაზრდა და გასაოცარი ხასიათის ადამიანი. ჩვენ ვუსამძიმრებთ მის ოჯახს , ახლობლებს და ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს. მან ძალიან ადრე დაგვტოვა.“ - წერია კლუბის განცხადებაში

პოლიციის განცახედებით სპორტსმენის სხეულზე არ აღენიშნება ძალადობის ფაქტები და ჯერ ჯერობით გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მათი თქმით ყველაფერი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

26 წლის ჯეილონ ფერგიუსონი 2019 წელს ბალტიმორმა დრაფტზე 85-ე ნომრად აირჩია. მანამდე ის 2018 წელს საუკეთესო მცველად დასახელდა. ასევე მან 2018 წლის Hawaii Bowl-ზე MVP-ის ტიტული დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები