ვაკო ყაზაიშვილი, ულსან ჰიუნდაი
Aa
Aa

ყაზაიშვილის მაგარი გოლი - ულსან ჰიუნდაის მნიშვნელოვანი გამარჯვება

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ულსან ჰიუნდაი“ „სეულს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ვალერი ყაზაიშვილი, რომელმაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

გულშემატკივრებმა პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იხილეს. ანგარიში მე-6 წუთზე პალოჩევიჩმა გახსნა და „სეული“ დაწინაურდა. 45 წუთის შემდეგ ტაბლოზე 1:0 დაფიქსირდა.

მეორე ნახევარში, „ჰიუნდაი“ გამოცოცხლდა, შეტევა გააძლიერა, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა. ყაზაიშვილმა 76-ე წუთზე ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ვონ-სანგმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ულსან ჰიუნდაის“ 39 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. ჰონგ მიუნგის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ „ჯეონბუკს“ 8 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „ულსან ჰიუნდაი“ „სეონგანმს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო კიევი მოსამზადებელ ეტაპზე გაემგზავრა - ფეხბურთელთა შორის წიტაიშვილიცაა
დინამო კიევი მოსამზადებელ ეტაპზე გაემგზავრა - ფეხბურთელთა შორის წიტაიშვილიცაა